ამერიკელმა ჟურნალისტმა კაცი პირდაპირ ეთერში გადაარჩინა [Video]

ამერიკელმა ტელეჟურნალისტმა, სტივ კემპიონმა ტელეარხ ABC 13 Houston-ის პირდაპირ ეთერში, რეპორტჟის მსვლელობის დროს, კაცი გადაარჩინა,- წერს The Daily Caller.

ინციდენტი ქალაქ ჰიუსტონში (ტეხასის შტატი) წყალდიდობის დროს მოხდა. კემპიონმა პირდაპირი ჩართვის დროს წყალში ჩაძირული ავტომანქანა შენიშნა. მძღოლმა, რომელიც უჩვეულო სიტუაციაში აღმოჩნდა, საშიშროება ვერ გააცნობიერა და მანქანის დატოვება არ უნდოდა.

კორესპონდენტმა ხანდაზმულ მამაკაცს ავტომობილის მიტოვება ურჩია და ხმელეთზე ასვლაში დაეხმარა. მალე მანქანა მთლიანად ჩაიძირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button