თელავში 90-მდე ოჯახს ბინების დაცლა მოსთხოვეს

13236158_1149659025073972_1370789707_nთელავში, ყოფილი სამხედრო ქალაქის ტერიტორაზე მცხოვრებმა 90-მდე ოჯახმა თავდაცვის სამინისტროდან გაფრთხილება მიღო. თვითნებურად ჩასახლებულებს, რომელთა შორის სოციალურად დაუცველებიც არიან, ბინების დაცლას სთხოვენ.

იქ მაცხოვრებლებისთვის, რომლებმაც წლების წინ სამხედრო ქალაქის ბინები დაიკავეს, უცნობია სად მოხდება თავშესაფარის გამოყოფა.

ადგილობრივები რადიო “თბილისს” ეუბნებიან, რომ მათთვის სხვა ფართი ამ დრომდე არავის შეუთავაზებია. აქ მცხოვრებლების უმეტესობას ფართი დაკანონებული არ ააქვს.

ადგილზე გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტრო აღნიშულ ბინებში საკუთარი თანამშრომლების შესახლებას გეგმავს.

რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია “თანამგზავრთან” ამ თემაზე კომენტარი გააკეთა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა თამარ კაციტაძემ. მან მაშინ თქვა, რომ “თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების იდენტიფიცირება მიმდინარეობდა და არავის გამოსახლება არ იგეგმებოდა”.

მოსახლეობას მხარს უჭერს “ნაციონალური მოძრაობა”. პარტიის წევრი კახეთში გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას წინასარჩევნო დაპირებას ახსენებს და მოუწოდებს: მოხდეს არა ბინების დალუქვა, არამედ დაკანონება.

მსგავსი პოსტები

Back to top button