მნიშვნელოვანირეგიონისიახლეებისპორტი

წინანდალში ჩოგბურთში სამოყვარულო ტურნირი გაიმართა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, ალექსანდრე ჭავჭავაჭის მამულში ჩოგბურთის სამოყვარულო ტურნირი „წინანდლის თასი“ გაიმართა.

შეჯიბრებაში 16 კომპანიიდან, 16 წყვილი მონაწილეობდა. გამარჯვება გიორგი კერესელიძემ და თარაშ კიკალეიშვილმა მოიპოვეს, რომლებიც, ფინალში, გიორგი გიორგაძესა და ალექსანდრე ხოჭოლავას შეხვდნენ.

ეს იყო პირველი სამოყვარულო ტურნირი ჩოგბურთში, რომელიც ჩატარდა წინანდალში: ჯამში, 16 წყვილი, 32 ადამიანი მონაწილეობდა. მთავარი სპონსორები იყვნენ „სილქნეტი“, GPC, „სოლო“ და „მოე შანდონი“. სტუმრებს სასტუმრო „რადისონ ქოლექშენმა“ უმასპინძლა.

ღონისძიების ორგანიზებაში ასევე ჩართული იყო მთელი „რადისონ ქოლეშენის“ გუნდი და კორპორატიული სპორტის ფედერაცია. სპონსორებს საინტერესო პრიზები ჰქონდათ დაწესებული ყველასთვის, ვინც ტურნირში მონაწილეობდა . ორგანიზატორები, მომავალი წლიდან, წინანდალში, უფრო ფართომასშტაბიანი სამოყვარულო ტურნირის ჩატარებას გეგმავენ.

მოგეხსენებათ, წინანდალში უამრავი ღონისძიება ტარდება, წლის განმავლობაში, დაწყებული წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალით, კორპორატიული ღონისძიებით და ქორწილებით დამთავრებული. ჩოგბურთის ტურნირი იყო პირველი სპორტული ღონისძება მამულში, რომელიც მომავალში უფრო დიდი ფორმატით იგეგმება“, – განაცხადა „წინანდლის მამულის“ მარკეტინგის ხელმძღვანელმა სოფო კიკვაძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button