მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

უკრაინის პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის სატელეფონო საუაბრი შედგა

უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუაბრი შედგა – ინფორმაციას ამის შესახებ ზელენსკის ადმინისტრაცია ავრცელებს

მათივე ცნობით, სახელმწიფოს მეთაურმა უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებების უზრუნველყოფის საკითხი დააყენა და ხაზი გაუსვა, რომ ის უნდა იყოს სრულად გარანტირებული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.

‘’პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა უკრაინის მოქალაქის მიმართ არაპროპორციული იძულებითი ზომების დაუშვებლობას. ვლადიმერ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა მიხეილ სააკაშვილს დედასა და ნათესავებს მიერ მონახულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე.
უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, პრეზიდენტმა ასევე სთხოვა მიხეილ სააკაშვილთან უკრაინელი ექიმების მიღების განხილვა.
“უკრაინა ყოველთვის იცავს თავისი მოქალაქეების კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.’’-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში

მსგავსი პოსტები

Back to top button