ვენესუელაში პარასკევი მესამე უქმე დღედ გამოცხადდა[Photo]

ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ 2016 წლის აპრილისა და მაისის ყოველი პარასკევი უქმე დღეებად გამოაცხადა, ვინაიდან ქვეყანა ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდის, – იუწყება სააგენტო Bloomberg.

მადურომ განაცხადა, რომ ქვეყანას ელექტროენერგიის დასაზოგად 60 დღიანი გეგმა გააჩნია. კერძოდ, გეგემის თანახმად, სუპერმარკეტებმა და სასტუმროებმა ელექტროენერგია დღეში მხოლო 9 საათის განმავლობაში უნდა გამოიყენონ, ხოლო სამრეწველო კომპანიებმა მისი მოხმარება 20%-ით უნდა შეამცირონ.

“ეს 60 დღიანი გეგმა ქვეყანას მძიმე კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. ოჯახებს, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რათა ისინი ამ გეგემას დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდონ”, – განაცხადა მადურომ სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში.

როგორც ცნობილი გახდა, ჰიდროელექტროსადგური “ჰური” 75% ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რომელიც ვენესუელის დედაქალაქს – კარაკასს მთლიანად ხმარდება. გვალვის გამო წყლის დონე დაბლა იწევს, რაც ქვეყანაში ელექტროგენერაციის პრობლემებს იწვევს.

ადრე კარაკასის სავაჭრო ცენტრებმა სამუშაო გრაფიკის შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს – ისინი დღეში მხოლოდ 4 საათს მუშაობენ.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”32845″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button