წინასაარჩევნოდ პარტიებმა 25 449 079 ლარი დახარჯეს

წინასაარჩევნოდ პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 25 449 079 ლარი დახარჯეს.

ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. აღნიშნული თანხა 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში გაიხარჯა.
აქედან ყველაზე მეტი 13 498 020 ლარი „ქართულმა ოცნებამ“ დახარჯა. მნიშვნელოანი ხარჯები გასწიეს და მილიონიან ზღვარს აცდნენ შემდეგი პარტიებიც: პაატა ბურჭულაძის მოძრაობამ „სახელმწიფო ხალხისთვის“ 3 219 058 ლარი. „პატრიოტთა ალიანსი“- 2 134 515 ლარით და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 1 921 091 ლარი, „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“- 1 026,954 ლარი.
სხვა პოლიტიკური სუბიექტების ხარჯები შემდეგნაირად გამოიყურება: „თავისუფალი დემოკრატები“- 882 592 ლარი. „ეროვნული ფორუმი“ – 445 250 ლარი. „რესპუბლიკური პარტია“ – 428 564 ლარი. სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 324 005 ლარი . „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 307 388 ლარი. „ლეიბორისტული პარტია“ – 285 163 ლარი, „ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – 224 956 ლარი, „ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ – 127 730 ლარი, „კონსერვატიული პარტია“ – 117 406 ლარი, „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 12 499 ლარი, , „ქართული იდეა“ – 11 168 ლარი, „ენა, მამული, სარწმუნოება“ – 4 033 ლარი, „ახალი მემარჯვენეები“ – 3 012 ლარი, „მემარცხენე ალიანსი“ – 1 534 ლარი, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 944 ლარი, „თავისუფალი საქართველო“ – 137 ლარი, „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 423 ლარი,

დამოუკიდებელი კანდიდატებიდან მნიშვბელოვანი ხარჯები გასწიეს: ილია კოკაია – 166 427 ლარი, დავით ჭანტურია – 92 979 ლარი. ირაკლი შიხიაშვილი – 73 636 ლარი, ცეზარ ჩოჩელი – 65 067 ლარი, ირაკლი პეტრიაშვილი – 28 332 ლარი, არმაზ ახვლედიანი – 25 464 ლარი, ზურაბ ჩიქოვანი – 16 338 ლარი, სალომე ზურაბიშვილი – 4 388 ლარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button