მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები
ზუგდიდის საავადმყოფოს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ის ევექსის კლინიკის მედ პერსონალია, რომელიც ასევე პარალელურად კერძო კლინიკაშიც მუშაობდა.
როგორც რადიო თბილისს საავადმყოფოს დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ განუცხადა, მიმდინარეობს კონტაქტების მოკვლევა.
მანვე აღნიშნა, რომ ის სამედიცინო დაწესებულებაში იგი მაქსიმალურად იცავდა რეკომენდაციებს და დაბალია რისკი ვირუსის სხვა თანამშრომლებზე გავრცელების.
„ეს არის სამედიცინო პერსონალი, მაგრამ არ არის ექიმი. მისი ყველა კონტაქტი იყო მაქსიმლურად დაცული. შედარებით მაღალი რისკის კონტაქტი შეიძლება იყოს ერთ ექთანთან“, – განაცხადა ნიკა ჭეჟიამ.
მანამდე, 11 ოქტომბერს კორონავირუსი ზუგდიდში ერთ-ერთი კერძო კლინიკის ექიმს დაუდასტურდა, რომლის ყველა კონტაქტი გადასულია თვითიზოლაციაში.