კონსტიტუციის პროექტი – უმრავლესობა გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება

კონსტიტუციის საბოლოო პროექტთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობა უახლოეს პერიოდში გაფართოებული ფორმატით შეიკრიბება.
პარალელურად დღეს გახდება ცნობილი, გაიმართება თუ არა თბილისში საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა და როგორ გაგრძელდება პროცესი. საკითხზე საორგანიზაციო კომისია იმსჯელებს. აღნიშნული საკითხი განიხილეს, სავარაუდოდ, დღის ბოლოს პარლამენტში ფრაქცია ქართული ოცნების სხდომაზეც.
დახურულ შეხვედრაზე უმრავლესობამ იმ 8 დეპუტატზეც ისაუბრა, რომელთა ხელმოწერაც საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტზე არ ფიქსირდება. ითქვა, რომ ამ დეპუტატების ნაწილი მივლინებაში იმყოფებოდა და მომხდარს “ტექნიკური ხარვეზი” უწოდეს. თბილისში დიდ საკონცერტო დარბაზში გუშინ მიმდინარე სახალხო განხილვა ჩაიშალა.