მნიშვნელოვანირეგიონი

თელაველი პარამსროლელი მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

თელაველი პარამსროლელი მსოფლიო თასის გათამაშების ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ქალაქ ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაში, თელაველმა პარამსროლელმა, ლადო ჭინჭარაულმა, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ალ-აინი 2023 მიმდინარე ტურნირზე, პნევმატური შაშხანიდან სროლაში, მესამე საპრიზო ადგილი, ქართველმა სპორტსმენმა, R4 კლასში მონაწილე 18 ქვეყნის პარამსროლელს შორის დაიმსახურა.

მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ჭინჭარაული ასპარეზობას აგრძელებს და 16 დეკემბერს, ცეცხლსასროლით 50 მეტრ დისტანციაზე, უკვე R9 კლასში იასპარეზებს.

ქართველმა პარამსროლელმა წარმატებით იასპარეზა, 2023 წლის მაისში, კორეულ ჩანგვონში მიმდინარე პარამსროლელთა მსოფლიო თასზეც.

2021 წელს, ალ-აინში მიმდინარე მსოფლიო თასის გათამაშებაზე, ცეცხლსასროლი იარაღით 50 მეტრიან დისტანციაზე, ლადო ჭინჭარაული 8 საუკეთესო პარასპორტსმენს შორის, ფინალში გავიდა და მეოთხე ადგილი დაიკავა.

ლიმას 2021 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაზე პარასროლაში, 44 ქვეყნის 159 სპორტსმენს შორის, ჭინჭარაული 29 საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდა და მე-5 ადგილი აიღო.

თელაველი პარამსროლელი, 2021წელს გამართული ტურნირების ფინალისტი, 3-ჯერ გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button