FIFA კანდიდატებს ასახელებს

მსოფლიო ფეხბურთს მმართველმა ორგანიზაციამ 23 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებიც FIFA-ს წლის საუკეთსო ფეხბურთლის ჯილდოსთვის იბრძოლებენ. ფიფა წლის საუკეთესო მოთამაშეს გამოკითხვის საშუალებით აირჩევს, ხმების 50% გუნდების მთავარ მწვრთნელებსა და კაპიტნებს ეკუთვნით, დანარჩენი 50% კი გულშემატკივრებსა და მსოფლიოში საუკეთესო 200 ჟურნალისტს. სამეულის ვინაობა უკვე 2 დეკემბერს გაირკვევა, ხოლო გამარჯვებულს 2017 წლის 9 იანვარს დაასახელებენ.
პრიზისთვის შემდეგი 23 მოთამაშე იბრძოლებს:

1) სერხიო აგუერო (“მანჩესტერ სიტი”, არგენტინა)
2) გარეთ ბეილი (“რეალი”, უელსი)
3) ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”, იტალია)
4) კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია)
5) კევინ დე ბრუინი (“მანჩესტერ სიტი”, ბელგია)
6) ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, საფრანგეთი)
7) ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, შვედეთი)
8) ანდრეს ინიესტა (“ბარსელონა”, ესპანეთი)
9) ნ’გოლო კანტე (“ჩელსი”, საფრანგეთი)
10) ტონი კროოსი (“რეალი”, გერმანია)
11) რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, პოლონეთი)
12) რიად მაჰრეზი (“ლესტერი”, ალჟირი)
13) ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა)
14) ლუკა მოდრიჩი (“რეალი”, ხორვატია)
15) მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”, გერმანია)
16) ნეიმარი (“ბარსელონა”, ბრაზილია)
17) მესუტ იოზილი (“არსენალი”, გერმანია)
18) დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”, საფრანგეთი)
19) პოლ პოგბა (“მანჩესტერ იუნაიტედი”, საფრანგეთი)
20) ალექსის სანჩესი (“არსენალი”, ჩილე)
21) სერხიო რამოსი (“რეალი”, ესპანეთი)
22) ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი)
23) ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”, ინგლისი)

მსგავსი პოსტები

Back to top button