მიხეილ სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართა [Audio]

3 დღეში სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებას და გამარჯვების აღნიშვნას საკუთრ ქვეყანაში გეგმავს.

მიხეილ სააკაშვილმა ,,ვარდების მოედანზე “ შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. საქართველოს ექს პრეზიდენტს არჩევნები გამარჯვების იმედი აქვს და ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლაზე საუბრობს . იგი ახალი მთავრობის შექმნას და ქვეყნის აღმშენებლობის დაწყებას ახალ გუნდდთნ ერთად გეგმავს. სააკაშვილმა ვიდეო ჩართვაში აქციის მონაწილეებს განსახორციელებელ რეფორმებზე და გეგმებზეც ესაუბრა.

„მოგესალმებით ვარდების მოედნისა და ნაციონალური მოძრაობის ისტორიაში ყველაზე მრავალრიცხოვანი შეკრების მონაწილეებს. დღეს თქვენთან უნისონში ჟღერს და ითვლის წამებს ჩვენს საბოლოო გამარჯვებამდე. ის რაც ჩვენ დავიწყეთ 2003 წელს იყო მთელი რეგიონის შეცვლა და ჩვენი მიღწევებით ვამაყობთ, ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ლაზიკას და გავიყვანთ ამ ფანჯარას ევროპაში. ჩვენ დავაკელით გურიას ხელი მაგრამ მთლიანად ვანაზღაურებთ, აჭარა იყო ჩემი პრეზიდენტობის მთავარი პროექტი, ბევრი რამ დამრჩა გასაკეთებელი. ძალიან ბევრი პროექტი, რომელიც წინ არის და რომელიც აუცილებლად გაკეთდება.

ბოლო ოთხ წელიწადში არ მივეცით უფლება ივანიშვილს მოეკლა ქუთაისში პარლამენტი. ჩვენ აუცილებალდ დავამთავრებთ სვანეთის კურორტების განვითარებას, მივიყვანთ აუცილებლად გვირაბს ბოლომდე, რომელიც შეაერთებს სვანეთს მთლიან საქართველოსთან. მსურს მივესალმო ჩემი ვენახის მეზობლებს, მივესალმები მცხეთა-მთიანეთს, ჩემი პრეზიდენტობა დავასრულე იმით, რომ დავლაშქრე მყინვარწვერი, იქიდან ძალიან კარგად ჩანს საქართველოს განვითარება. ჩვენ ყველა ერთად გავაგრძელებთ ძლიერი და ერთიანი საქართველოსთვის ბრძოლას, ნაციონალური მოძრაობა იქნება თქვენი დამცველი. მივესალმები სტუდენტებს, არავინ არ უნდა დაივიწყოს უნივერსიტეტი და სწავლა იმიტომ, რომ ფული არ აქვს. მთავრობამ, რომელიც დღეს არის საქართველოში, ჩაკლა ჩვენი ლოგისტიკური ცენტრი მანქანების, მივიყვანთ რუსთავამდე ავტობანს, რომელიც რუსთავის მოსახლეობას შემოსავლის წყაროს გაუჩენს.

მივესალმები თბილისელებს, ჩემს მშობლიურ განსაკუთრებულ თბილისს, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ საქართველოს დედაქალაქში. გამარჯვება ძალიან ახლოსაა. ხედავთ რომ ხალხი დაიღალა უმოქმედობით, დაპაუზებით, მათ მოენატრათ დრაივი, ტემპი, აღმშენებლობა და ესეც ჩვენი გამარჯვების საწინდარია. მათ არ უნდათ, რომ საქართველო ერთი ფეოდალის სათამაშო იყოს. ესეც ჩვენი გამარჯვების უცილობელი საწინდარია. ხალხს აღარ უნდა მუდმივი დაჭერები, ერთ წრეზე სიარული, როდესაც მთავრობის ერთადერთი გასართობი კომპრომატების ძებნაა, ხალხს აღარ უნდა უკან გახედვა.
მსურს ვუთხრა ჩვენს პოლიციელებს და ჯარისკაცებს, ჩვენ ვამაყობთ თქვენით, ჩვენ არ უნდა შევეხოთ ჩვენს მოხელეებს,სახელმწიფო სამსახური და იქ მიღებული გამოცდილება არის ჩვენი ერთ-ერთი მონაპოვარი.

მე ხშირად მადანაშაულებდნენ რომ ათასობით ადამიანი გავუშვით და დავუფინანსეთ სწავლა, ეს ხალხი შეირჩა კონკურსით, ჩვენ უნდა გავუშვათ ერთი ადამიანი, ეს ადამიანი არის ივანიშვილი. მას თავი უნდა დავანებოთ და მანაც თავი უნდა დაგვანებოს. ხალხს უნდა ახალი ენერგია, გამარჯვების შემდეგ უნდა ჩამოვაყალიბოთ ახალი მთავრობა. ზუსტად სამ დღეში სამუდამოდ დასრულდება ერთი ახირებული რუსი ოლიგარქის ექპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა ჩვენი დაპირისპირება. სამ დღეში შეჩერდება 9 თვის ბავშვის მკვლელობით და ცოცხებით მოსული ხელისუფლების მიერ გამოწვეული დაპაუზებული პოლიტიკა.

სამ დღეში საქართველოში განახლდება აღმშენებლობა და წინსვლა. ჩვენ დავიწყებთ ფეხზე ადგომას და შემდეგ სწრაფი ტემპით ავანაზღაურებთ დანაკარგს. ვინც არ გაიყიდეთ, ვინც არ წახვედით კომპრომისებზე, თქვენ უნდა გაიყვანოთ, ჩვენ უნდა გავიყვანოთ ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოზე. სამ დღეში აღარ ექნება მნიშვნელობა ვის მისცა ხმა 2012 წელს. სამი დღეა დარჩენილი ჩემთვის ზღვის გადმოლახვამდე. ეს არის სამი დღე გამარჯვებამდე, შევხვდებით გამარჯვებულ საქართველოში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button