ზურაბიშვილის სკანდალურ შეწყალებებზე საგამოძიები კომისიის შექმნას მოითხოვენ

დღეს, „ევროპული საქართველო” სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას კიდევ ერთხელ მოითხოვს.
უმცირესობის დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინება. „ევროპული საქართველო” დადგენილების პროექტში მიუთითებს, რომ პრეზიდენტის მიერ 28 აგვისტოს განხორციელებული შეწყალება გამოძიების საგანი უნდა იყოს, რადგან მასში შესაძლო კორუფციული სქემა იკვეთება.
აღსანიშNავია, რომ უკვე სამი დღეა საქართველოს პრეზიდენტმა არ იცის, დააკმაყოფილებს თუ არა სინოდის წევრთა შუამდგომლობას და შეიწყალებს თუ არა მამალაძეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მისაღებად დრო ითხოვა. დეკანოზი, მისი ადვოკატი, ოჯახის წევრები და საზოგადოება ახლა სალომე ზურაბიშვილის განაჩენს ელოდება.
დეკანოზ მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, მამალაძის ჯანმრთელობა მძიმეა და ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანია. მისივე თქმით ამ ქვეყანაში სახელწიფო და საპატრიარქო ერთეულების ინტერესებს არ უნდა ემსახურებოდეს. მამალაძის შეწყალების საქმეს პოლიტიკური ექსპერტებიც აფასებენ, ხათუნა ლაგაზიძე ვარაუდობს, რომ მამალაძის შეწყალების დროში გაწელვის მიზეზი „ქართული ოცნების“ დაკვეთაა.