ფსიქოტროპული აფთიაქების მონიტორინგი იწყება

მთავრობის სხდომაზე განიხილეს და დაამტკიცეს რეგულაცია, რომელიც ფსიქოტროპულ აფთიაქებს ეხება.

კერძოდ, შეიზღუდება ფსიქოტროპულ აფთიაქებზე ნებართვის აღება. იურიდიული ან ფიზიკური ტიპი, რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს, კერძოდ ნასამართლევია, ან სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება აქვს, ვერ მიიღეbს ნებართვას.

ასევე, ჯანდაცვის სამინისტროში შეიქმნა ფარმაცევტების რეესტრი. იმ შემთხვევაში, თუ მონიტორინგის შედეგად ფარმცევტის მხრიდან გამოვლენილი იქნება ფსიქოტროპული პრეპარატების კანონსაწინააღდეგო გაყიდვა, პირველ დარღვევაზე მას სამი წლით აეკრძალება პროფესიული საქმიანობა.

შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული რეგულაციები სააფთიაქო ნარკომანიის ტაბლეტირებული ფორმების წინააღმდეგ ბრძოლისათვის გადადგული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დავით სერგეენკოს განცხადებით, ზოგადად სააფთიაქო ნარკომანიას სერიოზული დარტყმა მიადგა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მონახაზი უკვე მომზადებული აქვთ და შემოდგომაზე ექნებათ მისი რეალიზების საშუალება. ზეგიდან კი, ორი კვირის განმავლბობაში, ფსიქოტროპული აფთიაქების ძალიან ინტენსიური მონიტორიგნი იწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button