საქართველოს იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი ეწვია

საქართველოს დღეს დილით ცნობილი იტალიელი კინოვარსკვლავი სოფი ლორენი ეწვია. იტალიური კინოს ლეგენდა საქართველოში ქართველი მეცო- სოპრანოს ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდ “ნატვრის ხის” მოწვევით ჩამოვიდა.

მსახიობი 15 ივნისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართულ საქველმოქმედო სპექტაკლს დაესწრება, რომელშიც მონაწილეობას ნინო სურგულაძე, ნინო ანანიაშვილი და ოპერისა და ბალეტის დასი მიიღებენ.

წარმოდგენას მთლიანად იტალიური სადადგმო ჯგუფი ახორციელებს . ვიზიტის ფარგლებში, სოფი ლორენი საქართველოს პრემიერმინისტრსა და პატრიარქს შეხვდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button