მნიშვნელოვანირეგიონი

გურჯაანში მერიის ბალანსზე არსებული შენობა წყლით არის სავსე

“რამდენიმე ათასი ლარი დახარჯეს და მაინც წყალში ვცურავთ,,-გურჯაანში მერიის ბალანსზე არსებული შენობა წყლით არის სავსე.
გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე მდებარე სამსართულიან შენობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების, ჭადრაკის სკოლისა და მომსახურების სხვადასხვა სფეროს ოფისები წვიმის წყლით გაივსო.

1 მაისის ღამეს მოსულმა ძლიერმა წვიმამ, დაზიანებული სახურავიდან ოფისებში შეაღწია. წყალმა ოთახების ჭერი, იატაკი, ტექნიკა და ავეჯი დააზიანა.
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ლია ხუროშვილი ამბობს, რომ თითქმის ორი წლის წინ შეკეთებული სახურავიდან წყალი მუდმივად ჟონავდა, გუშინდელმა წვიმის შედეგად კი, შენობა წყლით არის სავსე.

” ეს შენობა მერიის ბალანსზეა, სახურავი იყო გამოსაცვლელი. ექვსი თვე ვიარეთ მერიაში, ორი წლის წინ გამოყვეს 8 ათასი ლარი და შეაკეთეს, თუმცა, წყალი მუდმივად ჟონავდა. წუხანდელი წვიმის შემდეგ, მეორე სართული წყალში ცურავდა, ვედროებით ღვრიდნენ, ჭადრაკის ოთახიდან. ყველაფერი გაფუჭებულია, ოთახების ჭერი ჩამოყრილია, იატაკი აყრილია, არადა, რამდენიმე ოფისი, აქ თავად მერიამ ზარზეიმით გაარემონტა. თანხას რომ ხარჯავ, ის ხელმეორედ შესაკეთებელი რატომ უნდა იყოს? “– განაცხადა ხუროშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში ადასტურებენ, რომ შენობის სახურავის შეკეთება ორი წლის წინ, ნამდვილად მოხდა.

” ორი წლის წინ შეკეთდა. ახლა ვნახეთ, რა მდგომარეობაა შექმნილი. ამ საკითხზე ვიმსჯელებთ, სრული რეაბილიტაცია ჩავუტაროთ სახურავს, მთლიანად გამოვცვალოთ, თუ ნაწილობრივ, დაზიანებების მიხედვით”- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში.
წვიმისგან დაზიანებულ შენობაში, მომსახურების სხვადასხვა სფეროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების გარდა, ტელეკომპანია ” გურჯაანის” ოფისიც არის განთავსებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button