ორმა უმძიმესმა პაციენტმა რუხის კოვიდ კლინიკა დატოვეს

რუხის კოვიდ კლინიკა,ორმა უმძიმესმა პაციენტმა, მათ შორის 82 წლის ქალბატონმა აბაშიდან,ორთვიანი მკურნალობის შემდეგ დატოვეს.
დედა-შვილი ნური და დოდო მელაძეები, კლინიკის სამედიცინო მენეჯერის ნინო აკობიას თქმით,უმძიმეს მდგომარეობაში აქ ორი თვის წინ შემოიყვანეს.
“დედა 82 წლისაა, შვილი 57 წლის. არ დაგვიშურებია ძალ-ღონე მათი სიცოცხლის გადასარჩენად. თითეული პაციენტის სიცოცხლე ძვირფასია ჩვენთვის. სამწუხაროდ ყველა მძიმე პაციენტის გადარჩენა ვერ ხერხდება, მიუხედავად ჩვენი ძალისხმევისა”,-გვითხრა მან.
მისივე თქმით,კოვიდსტატისტიკის მიღმა თითოეული ადამიანის ისტორიაა,და
ამ ისტორიებს მებრძოლი ექიმები და პაციენტები თავად ქმნიან – ვირუსზე გამარჯვებულები.
ცნობისთვის, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით სამი პაციენტი გარდაიცვალა.
სამივე ინფიცირებული მკურნალობას რუხის კლინიკაში გადიოდა. ისინი ზუგდიდის, ხობისა და სენაკის მკვიდრები იყვნენ. მათი ასაკი 70-დან 90 წლამდე მერყეობს.
დღის განმავლობაში 259 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 311 მოქ