კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში-დაშავებული მამაკაცი მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი

39 წლის მამაკაცი დაშავდა მძიმედ, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თელავის მუნიციპალიტეტში.
ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ახალგაზრდას შეეჯახა.

შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სოფელ აკურაში იმ დროს მოხდა, როცა მამაკაცი გზის მეორე მხარეს გადასვლას ცდილობდა. ქვეითმა თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო, რის გამოც სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებული თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა. გადაყვანისას, ის უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ექიმების განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. ამ წუთებში მამაკაცს ოპერაციისათვის ამზადებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button