მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა ე.წ. სამხრეთ ოსეთში

ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის ცხრა ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ინფექცია რუსეთიდან დაბრუნებულ რვა კურსანტსა და ერთ ექთანს დაუდგინდა. ყველა მათგანი კარანტინში იმყოფებოდა.

ამგვარად, 7 ივნისის მონაცემებით, ცხინვალში კორონავირუსით დაინფიცირებული 32 პაციენტია, რომელთაგან 27 კურსანტია, ორი ვლადიკავკაზიდან ჩამოვიდა, ერთი სამხედრო მოსამსახურეა და ორი სამედიცინო პერსონალის თანამშრომელია.

სააგენტოს ინფორმაციით, კიდევ ორი ადამიანი გამოჯანმრთელდა, რომლებიც საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

ცხინვალის ე.წ. ოპერატიული კომიტეტის ცნობით, 226 ადამიანს აკვირდებიან. მათგან სამედიცინო დაწესებულებაში – 142-ს. მთლიანობაში, 5 მაისიდან კორონავირუსით 66 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 34 გამოჯანმრთელდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button