მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ეხმაურებიან, ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ენმ შეთანხმების დოკუმენტსაც მალე ხელს მოაწერს.

„ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს. ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს. ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს. ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს. მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს. რომელი სიტყვა შეუსრულებიათ, რომ ეს შეასრულონ“-წერს პაპუაშვილი

შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის, ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ,ნიკა მელიამ დღეს პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერს.

მსგავსი პოსტები

Back to top button