მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გაოცებული ვართ, რომ სანქციები შეეხო სპორტსმენებს, მედიას, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მსახიობებს-ლავროვი

რუსეთი სანქციებისთვის მზად იყო, მაგრამ გაოცებული ვართ, რომ ეს ზომები შეეხო სპორტსმენებს, მედიას, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. რუსული გამოცემა TACC-ის ცნობით, თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში.

„მზად ვიყავით სანქციებისთვის, მაგრამ არ ველოდებოდით, რომ ის შეეხებოდა სპორტსმენებს, ინტელიგენციის წარმომადგენლებს, მსახიობებს, მედიის წარმომადგენლებს“, – აღნიშნა ლავროვმა.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სანქციები ევროკავშირმა და ცალკეულმა ქვეყნება დაუწესეს. ევროკავშირის სანქციებში მოხვდა არაერთი რუსი პროპაგანდისტი.

მსგავსი პოსტები

Back to top button