კადიროვი მზადაა ლიდერის თანამდებობა დატოვოს

რამზან კადიროვი მზადა არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის თანამდებობა დატოვოს.

განცხადება ამის შესახებ მან რუსული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. კადიროვის თქმით, ჩეჩნეთში ცვლილებების დროა და პოსტის დატოვების შემდეგ იერუსალიმში, მუსლიმთა წმინდა ადგილების დასაცავად წასვლის სურვილი გამოთქვა.

კრემლში აცხადებენ, რომ რამზან კადიროვის გადადგომის შესახებ განცხადება არ მოუღიათ. პრეზიდენტის პრეს მნივნის განმარტებით, ჩეჩნეთის ლიდერის სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა იყოს გაგებული.

მსგავსი პოსტები

Back to top button