მნიშვნელოვანისიახლეები

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს იწყებს

პარლამენტი უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენილ კანდიდატთა მოსმენებს იწყებს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს კონკრეტული გეგმა უნდა წარადგინოს. ნინო სანდოძის, თამარ ოქროპირიძის, თეა ძიმისტარაშვილისა და გენადი მაკარიძის კანდიდატურები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს რამდენიმე დღის წინ გადაუგზავნა.

“ლელოს” წევრი გრიგოლ გეგელია მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მხრიდან ცინიკურია ახალი მოსამართლეების წარდგენა იმ ფონზე, როცა მმართველმა გუნდმა შარლ მიშელის დოკუმენტში გათვალისწინებული რეფორმები არ გაატარა. “ლელო” პროცესს უნდობლობას უცხადებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ამ პროცესში ოპოზიციის მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რათა დაისვას ის კითხვები, რაც მათ ამომრჩეველს აქვს, თუმცა მათიკაშვილის თქმით, ოპოზიციის დიდი ნაწილი საზოგადოების ინტერესს არ ითვალისწინებს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კვლავ შენარჩუნებული იქნება პროცესის გამჭვირვალობა და საჯაროობა.

ჰერმან საბოს, გრიგოლ გეგელიას, დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button