კრიმინალიმნიშვნელოვანისიახლეები

ქურდობა ზუგდიდში – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდში მაღაზია “ელიტ ელექტრონიქსის” ორჯერ გაქურდვის ბრალდებით 18 წლის ბიჭი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მაღაზიიდან მობილური ტელეფონები და მაჯის საათი მოიპარა. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები – სხვადასხვა ფირმის 32 მობილური ტელეფონი და მაჯის საათი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ასევე მხილებულია რამდენიმე დღით ადრე ამავე მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტებითა და მე- 4 ნაწილის ,,ბ,, ქვეპუნქტით, რაც სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილ დიდი ოდენობით ქურდობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button