მნიშვნელოვანისაქართველო

25 წელი სოხუმის დაცემიდან

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო საბჭომ რკინიგზის სოჭი-ინგირის მონაკვეთის დასაცავად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან, ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით გაგზავნა სამთავრობო ძალები. თუმცა, „აფხაზურმა გვარდიამ“ საქართველოს ეროვნულ გვარდიას ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში გაუწია

შეიარაღებული წინააღმდეგობა, რასაც საომარი მოქმედებების დაწყება მოჰყვა. აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების

შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება.

აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის არმია. 1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარემ, ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა რამდენჯერმე მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, თუმცა რუსეთმა და მის მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა ყველა მათგანი დაარღვიეს. სოხუმის დაცემიდან თითქმის 15 წლის შემდეგ, 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარა.

საქართველოში დღეს პატივს მიაგებენ აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

 

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე დაშვებულია საქართველოს სახელმწიფო დროშა. აფხაზეთში 13 თვიან სამხედრო დაპირისპირებას ემსხვერპლა 30 ათასამდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი დევნილად იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button