მნიშვნელოვანისაქართველო
თბილისში 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს

თბილისში, თემქის დასახლებაში 20 წლის გოგო გარდაცვლილი იპოვეს.
მომხდარზე დამატებითი დეტალები ცნობილი არ არის.
მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შს სამინისტრო.
“დღეს დილით, გამთენიისას, თბილისში, თემქის დასახლებაში, აღმოჩენილ იქნა ახალგაზრდა ქალის ცხედარი, რომელსაც, პირველადი ინფორმაციით, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. გარდაცვლილი იდენტიფიცირებულია – იგი არის 1997 წელს დაბადებული. თბილისის პოლიციის დეპარტამენტი ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გარდაცვლილის ოჯახის წევრების გამოკითხვა. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, 108-ე მუხლით დაიწყო”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.