მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

თელავის პროკურატურაში სამოქალაქო აქტივისტებს ხვდებიან

თელავის პროკურატურაში, 1 იანვარს თელავის თეატრთან მდებარე კარავთან მომხდარ ინციდენტის თაობაზე, ორ სამოქალაქო აქტივისტს ხვდებიან. გადაწყვეტილება მას შემდეგ იყო მიღებული, რაც აქციის მონაწილეებმა თითქმის საათნახევრიანი პროტესტის შემდეგ, პროკურატურასთან ტუალეტის ქაღალდები დატოვეს.

სამართალდამცავების მოთხოვნის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა ტერიტორია ქაღალდებისგან გაანთავისუფლეს.

აქციას თელავის პროკურატურასთან, პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია, სამოქალაქო აქტივისტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ატარებდა. აქციის მონაწილეები კარავთან მომხდარი ინციდენტის სრულყოფილად გამოძიებასა და სავარაუდო ბრალდებულების დაკავებას ითხოვდნენ.

აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის საქმის განზრახ მკვლელობის მცდელობად გადაკვალიფიცირებასაც ითხოვენ

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სიახლის სამართლის კოდექსის 187- ე მუხლით არის აღძრული.

მსგავსი პოსტები

Back to top button