მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

მეუფე სტეფანეს ბრალდება ჟურნალისტებს და საპატრიაქროს მხარდაჭერა ჭყონდიდის მიტროპოლიტს

ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ დაპირისპირებაში სასულიერო პირებს ადანაშაულებს მიტროპოლიტი სტეფანე და ვითრების გამწვავებას ჟურნალისტებს აბრალებს.

“სასულიერო პირებს შორის დღეს იყო კრება. მოწვეული იყო ყველა, ვისაც უნდოდა კითხვების დასმა. ყველას მოვუსმინე. პასუხების გაცემის დრო რომ დადგა, პასუხების გაცემის საშუალება არ მომცეს. ჟურნალისტებმა გაამწვავეს ვითარება და შემოიჭრნენ შიგნით… არ მომისმინეს. ის ხალხი რომ ყვირის, მათ შეთქმულება მოაწყვეს, სპეციალურად მოიყვანეს ეს ხალხი, რომ ჩხუბი ყოფილიყო. არ ვაპირებ (ეპარქიის დატოვებას)”, – აცხადებს მეუფე სტეფანე.

ინციდენტს გამოემხაურა საპატრიარქოც. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ ეპარქიის ახალ მიტროპოლიტს, მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ორ დიაკონს, კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება შეუჩერა. ამან მრევლისა და მღვდელმსახურების პროტესტი გამოიწვია და მიტროპოლიტ სტეფანეს მიერ დანიშნული კრება ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

პროტესტის დროს სამღვდელმთავრო რეზიდენციის აივნიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან მედიის წარმომადგენლები გადაცვივდნენ და დაშავდნენ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი პოსტები

Back to top button