მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

ინაუგურაცია, საპროტესტო აქციების ფონზე

გაერთიანებული ოპოზიცია ინაუგურაციის პარალელურად, მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას თელავის ცენტრში გეგმავს.

ოპოზიცია, მხარდამჭერებთან ერთად, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს არ ცნობს და მას ძალადობით, გაყალბებით და მოსყიდვით ჩატარებულად მიიჩნევს.

“მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა დაიწყება თბილისიდან. პარალელურად, აქციები იქნება ქუთაისში, ზუგდიდში და ბათუმში“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

ამავდროულად, როგორც ცნობილია, ხელისუფლების თავდაპირველი გეგმა ინაუგურაციის ღონისძიების თბილისში, თელავსა და წინანდალში გამართვის შესახებ, შეიცვალა. მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაცია მხოლოდ თელავში გაიმართება.

პირველი პირის ინაუგურაციას მხოლოდ ერთი პირველი პირი დაესწრება, – სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი; თურქეთის ვიცე პრეზიდენტი, აზერბაიჯანის, სერბეთის, ჩეხეთის და ლიეტუვის პარლამენტების თავმჯდომარეები; თურქმენეთის ვაჭრობისა და საგარეო ურთიერთობათა მინისტრი; გაერთიანებული არაბეთის საემიროების კლიმატის ცვლილებისა და გარემოს მინისტრი.

მოისმინეთ “ნაციონალური მოძრაობიდან” ზაალ უდუმაშვილის და “ქართული ოცნებიდან,” მარიამ ჯაშის კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button