მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ-ის პრეზიდენტი NATO-ს ვილნიუსის სამიტს დაესწრება

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი 11-12 ივლისს NATO-ს რიგით 74-ე სამიტს დაესწრება ვილნიუსში. თეთრი სახლის ცნობით, ბაიდენი 9 ივლისიდან, 5-დღიანი ვიზიტით წავა ევროპაში და სამ ქვეყანას ეწვევა.

ივლისში ბაიდენი ევროპაში გაემგზავრება, სადაც მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს. ცნობისთვის გაერთიანებულ სამეფოში, ლიეტუვასა და ფინეთში შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი 9 ივლისიდან იგეგმება.

ბაიდენი ლონდონში ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III-სა და პრემიერმინისტრ რიში სუნაკს შეხვდება. 11 და 12 ივლისს კი ის ვილნიუსში NATO-ს 74-ე სამიტს დაესწრება.

სამიტის შემდეგ, ჯო ბაიდენი ფინეთის დედაქალაში შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთის ქვეყნების ლიდერების სამიტზეც გაემგზავრება.
ნატოს სამიტის შემდეგ, ბაიდენი მიემგზავრება ჰელსინკში, ფინეთის დედაქალაქში, რომელიც ცოტა ხნის წინ შეუერთდა ალიანსს და სკანდინავიის ქვეყნების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button