მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები
ზუგდიდში მანქანის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
უწყებაში რადიო თბილისთან აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო , რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
ოლქის თავმჯდომარე მირანდა მესხის განცხადებით, მას დილით სახლთან , მანქანა დაზიანებული დახვდა.მისი თქმით, ავტომანქანის წინა მხარე მთლიანად ჩამსხვრეულია.
დღეს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.