მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ორმაგი მკვლელობა ოკინაშვილების ოჯახში

ორმაგი მკვლელობა ოკინაშვილების ოჯახში. 28 წლის კაცმა მუხრანში მამა და პაპა მოკლა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის დროს ოჯახის ორივე წევრს ეძინა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, სავარუდო დამნაშავემ, რომელიც ციხიდან რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, მეზობლის მანქანა გაიტაცა და მიიმალა.

წინასწარი მონაცემებით, მკვლელობა ცივი იარაღით არის ჩადენილი, – მოკლულებს ყელი აქვთ გამოჭრილი.

მეზობლებმა “კურიერს” მომხდარის სავარუდო მიზეზი დაუსახელეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მოკლული ბაბუა საკუთარ რძალზე სექსუალურად ძალადობდა. ციხიდან ახლადგამოსულმა შვილიშვილმა კი, ამ ფორმით, შური იძია.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

მოისმინეთ მეზობლების ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button