მნიშვნელოვანირეგიონი

ხაშურში ერთ-ერთ რესტორანში ორი მოსწავლე დაჭრეს

ხაშურში ერთ-ერთ რესტორანში სკოლის ორი მოსწავლე დაჭრეს.

გამოძიების წინასწარი ინფორმაციით, 17 წლის მოზარდებმა ცივი იარაღით ჭრილობები მაშინ მიიღეს, როდესაც რესტორანში მომხდარ ჩხუბში ჩაერთნენ.

ერთ-ერთ მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა სტაბილურია, მეორე პაციენტს კი ამბულატორიული მკურნალობა უტარდება.

შს სამინისტროშ განაცხადეს, რომ გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button