“ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი”

“ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ განუცხადა.

ალავიძის თქმით, თუ ამინდმა მეხანძრე-მაშველებს ხელი არ შეუშალა, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება.

მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე კერა, რომელსაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ.

“გვაქვს რამდენიმე კერა და ვერტმფრენები ამუშავებენ, ინტენსიურად. ახლა ვიყავით დაზვერვაზე შესაბამის სპეციალისტებთან ერთად და ზუსტი წერტილები გვაქვს აღებული და სტრატეგია გვაქვს, კერა-კერა ამუშავებენ ვერტმფრენები და ინტენსიურად იმუშავებენ დაღამებამდე. კიდევ ერთხელ ვამბობ, დღეს თუ ქარმა არ შეგვიშალა ხელი, ისევ და ისევ ხვალისთვის გაცილებით უკეთესი მდგომარეობა უნდა გვქონდეს. ფაქტიურად დიდ ვარაუდი გვაქვს, რომ შევძლებთ ლოკალიზებას. 100 ჰექტარზე მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, დიდი ტერიტორიაა დამწვარი,”- განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ.

მსგავსი პოსტები

Back to top button