მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ლავროვმა უარყო დასავლეთის პრეტენზიები, რომ რუსეთი იყო მზარდი გლობალური სასურსათო კრიზისში დამნაშავე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 24 ივლისს ეწვია ეგვიპტეს აფრიკის ქვეყნებში მოგზაურობის პირველი ნაწილის ფარგლებში მოლაპარაკებისთვის.

„ჩვენ არ გვაქვს რაიმე წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი იმაზე, რომ აღვადგინოთ მოლაპარაკებები საკითხთა უფრო ფართო სპექტრზე, მაგრამ საკითხი ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან უკრაინის ხელისუფლება, პრეზიდენტით დაწყებული, უამრავი რაოდენობის მრჩევლებით დამთავრებული, გამუდმებით აცხადებს, რომ არავითარი მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს“, – განაცხადა ლავროვმა.

სერგეი ლავროვის თქმით, რუსეთი მოელის, რომ გაერო შეძლებს, მიაღწიოს რუსული მარცვლეულის ექსპორტისთვის ხელისშემშლელი უკანონო სანქციების მოხსნას. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კაიროში ეგვიპტელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
ის ჩავა ასევე ეთიოპიაში, უგანდაში და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.

დიპლომატის განცხადებით, უკრაინის დამოკიდებულება იბრძოლოს ბოლომდე, უკრაინელ ხალხს სარგებელს არ მოუტანს.
„რაც უფრო მეტხანს განაგრძობენ ისინი უკრაინისგან ბოლომდე ბრძოლის მოთხოვნას, ამასთან, ჩვენ ყველას გვესმის, როგორი და ვისი აღსასრული დადგება, მით მეტი ადამიანი დაიღუპება და უფრო დიდხანს გაგრძელდება არსებული ვითარება, რომელიც უპირველეს ყოვლისა, არ არის სასარგებლო უკრაინელი ხალხისთვის და უკრაინის სახელმწიფოსთვის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისივე თქმით რუსეთს არ აქვს წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით საკითხთა ფართო სპექტრზე, თუმცა მისი თქმით, ეს მოსკოვზე არ არის დამოკიდებული.

“სურსათის თემაზე დასავლეთმა უნდა აღმოფხვრას მის მიერ შექმნილი პრობლემები. მოსკოვი არ დათანხმდებოდა სასურსათო გარიგებაზე, რუსული პროდუქციის ექსპორტის განბლოკვის საკითხი რომ არ მოგვარებულიყო. მიმდინარე პირობებში, უკანონო სანქციები, რომლებიც შემოღებულ იქნა, ხელს უშლიდა რუსულ მარცვლეულთან დაკავშირებულ ოპერაციებს. ახლა გაერო-ს გენერალური მდივნის ინიციატივით სტამბოლში შეთანხმებების ხელმოწერის შემდეგ , ვიმედოვნებთ რომ ეს წარმატებული იქნება”, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ლავროვი ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისის და ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ სამეჰ შუკრის შეხვდა. მოელიან, რომ ის ასევე შეხვდება არაბთა ლიგის გენერალურ მდივანს, აჰმედ აბულ გეითს და სიტყვით მიმართავს არაბული ლიგის მუდმივ წარმომადგენლებს.

ლავროვი შეეცდება გააქარწყლოს შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია უკრაინის მარცვლეულის მიწოდების შეფერხების გამო თებერვალში უკრაინაში მოსკოვის შეჭრის შედეგად. აფრიკის ქვეყნები განსაკუთრებით დაზარალდნენ ომის გამო გამოწვეულმა საქონლის, მათ შორის გაზისა და ნავთობის, საფასურის ზრდამ.

მოგზაურობის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ლავროვმა უარყო დასავლეთის პრეტენზიები, რომ რუსეთი იყო მზარდი გლობალური სასურსათო კრიზისში დამნაშავე და ამას უწოდა “სხვაზე გადაბრალების კიდევ ერთი მცდელობა.“ ეგვიპტემ, რომელიც უკრაინული და რუსული ხორბლის მთავარი იმპორტიორია, უკრაინის ომში მიუმხრობელი პოზიცია დაიკავა. ელ-სისის მჭიდრო პირადი კავშირები აქვს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button