შსს-მ ახმეტაში უკანონო საბრძოლო მასალა და ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის სამმართველოს თანამშრომლებმა, 1995 წელს დაბადებული მამაკაცი საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების მტკიცებით, სამართალდამცველებმა, ახმეტაში, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 400 გრამი ტროტილი, სხვადასხვა ტიპის იარაღისთვის განკუთვნილი 156 საბრძოლო ვაზნა და 3 მჭიდი, ხოლო მისი კუთვნილი ზურგჩანთის ჩხრეკისას – 22,6 გრამი მარიხუანა ამოიღეს.

გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button