მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსებმა მოხალისეები დაბომბეს რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ

ხერსონში რუსმა ოკუპანტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს, რომლებიც წყალდიდობისგან დაზარალებულ ადამიანებს ეხმარებოდნენ – ინფორმაციას ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ პროკუდინი ავრცელებს.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის არმიამ დაბომბა ხერსონის საზღვაო ოლქი, რის შედეგადაც მოხალისეები დაიჭრნენ.

“რუსული საარტილერიო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, 52 და 25 წლის, ისინი მოხალისეები არიან, რომლებიც წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს დახმარებას უწევდნენ”, – წერს პროკუდინი.
მისი ინფორმაციით, დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმები საჭირო დახმარებას უწევენ.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ და საგანგებო სიტუაციების საკითხებში, მარტინ გრიფიტსი აცხადებს, რომ უკრაინა კახოვკას კაშხლის ჩამონგრევის შემდეგ უაღრესად უარესი ჰუმანიტარული ვითარების წინაშე დგას, ვიდრე მანამდე.

გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის განცხადებით, კახოვკას კაშხლის განადგურების შემდეგ სუფთა სასმელი წყლის გარეშე დაახლოებით 700 000 ადამიანი დარჩა. ამასთან, მისი თქმით, სასოფლო-სამეურნეო მიწების დატბორვა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან „პურის კალათაში“ გამოიწვევს „პრობლემების კასკადს“, მათ შორის მარცვლეულის ექსპორტის შემცირებას, სურსათის გაძვირებას მთელს მსოფლიოში და ნაკლებ საკვებს მილიონობით გაჭირვებულისთვის.

მარტინ გრიფიტსის განცხადებით, ის შეხვდა გაერო-ში რუსეთის ელჩს იმისთვის, რომ ორგანიზაციას რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე წყალდიდობის მსხვერპლთა დასახმარებლად წვდომა ჰქონდეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button