EU უკრაინული მარცვლეულის იმპორტზე შეზღუდვების შემოღებას გეგმავს

მას შემდეგ, რაც აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის საკვები პროდუქტების იმპორტის შეჩერება დაიწყო ცალმხრივი წესით, ევროკავშირმა გადაწყვიტა, ცენტრალიზებულად შემოიღოს შეზღუდვები უკრაინიდან რამდენიმე სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება ევროკომისიის წარმომადგენელზე დაყრდნობით.
სააგენტოს ინფორმაციით, ევროკომისია განიხილავს ე.წ. „პრევენციულ ზომებს“ რამდენიმე კატეგორიის ხორბლეული და ზეთოვანი კულტურების – პირველ რიგში ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირასა და რაფსის – მიმართ. ევროკავშირის სავაჭრო წესები ევროკომისიას უფლებას აძლევს, აკრძალოს გარკვეული საქონლის იმპორტი კავშირის მასშტაბით ან მის ნაწილში, ტრანზიტის აუკრძალავად.
ოთხშაბათს ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერებს გაუგზავნა წერილი, რომელშიც დახმარებას დაჰპირდა მათ.
ევროკავშირის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით Reuters წერს, რომ აღნიშნულ ქვეყნებში უკრაინული მარცვლეული მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მისი ექსპორტი ევროკავშირის სხვა ქვეყნებში ან დანარჩენ მსოფლიოში იგეგმება.
როგორც მედია წერს, აღნიშნული ქვეყნები გახდა ტრანტიზი უკრაინული მარცვლეულისთვის, რომლის ექსპორტის შეუძლებელი გახდა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის შედეგად.
ის გამოვიდა ახალი, 100 მილიონი ევროს მოცულობის პაკეტის წინადადებით, რაც განკუთვნილი იქნება ფასების ვარდნით ყველაზე მეტად დაზარალებული აღმოსავლეთევროპელი ფერმერებისთვის.
ევროკავშირმა გასულ თვეში უკვე გამოუყო პოლონეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს 56 მილიონი ევრო.
უკრაინელი ფერმერების დახმარების მიზნით ევროკავშირმა გააუქმა უკრაინულ პროდუქციაზე გადასახადები, მაგრამ ამან ანალოგიურ პროდუქციაზე ფასების მკვეთრი ვარდნა გამოიწვია აღმოსავლეთ ევროპაში
გადაუდებელი ზომები შესაძლოა რამდენიმე დღეში ამოქმედდეს, თუმცა საგამოძიებო მუშაობას 6 თვე მაინც დასჭირდება.