მსოფლიო

ევროკომისიის პრეზიდენტი – ევროკავშირი გააძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას

ევროკავშირი შეინარჩუნებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს, რადგან ახლა გადამწყვეტი მოქმედებების დროა და არა დათმობების. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურზულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა სტრასბურგში, ევროპარლამენტისადმი ყოველწლიური მიმართვისას.

ფონ დერ ლაიენის თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ომი გააჩაღა არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ, არამედ ენერგეტიკული და ეკონომიკური ომი წამოიწყო ევროპის წინააღმდეგაც. ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის მხარდაჭერას გააძლიერებს, პუტინი დამარცხდება და უკრაინა გაიმარჯვებს.

ურზულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტს აცნობა, რომ დღეს კიევში მიემგზავრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button