მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში-არიან დაშავებულები

ორი ადამიანი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. შემთხვევა, სოფელ ბაისუბანში მოხდა.

სავარაუდოდ, სწრაფი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა, საჭე ვერ დაიმორჩილა და წყლის არხში გადავარდა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები, ლაგოდეხის არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
ორივე მგზავრს სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.

შემთხვევის ადგილზე, პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button