“თავისუფლება მიშას” -ამ მოწოდებით, ლაგოდეხში აქცია მიმდინარეობს

“თავისუფლება მიშას” –მოწოდებით, ლაგოდეხში აქცია მიმდინარეობს.
ქალაქის ცენტრში, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, პარტიის წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
აქციის მონაწილეებმა, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრეს და კიდევ ერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, ყოფილი პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოურ კლინიკაში გადაყვანის შესახებ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ სააკაშვილს არ გადაიყვანენ.
” ჩვენი მოთხოვნაა იყოს სახელმწიფო ჰუმანური და სამართლიანი მიხეილ სააკაშვილის მიმართ და გადაიყვანოს ის, სამკურნალოდ. საპროტესტო ტალღა მანამდე გაგრძელდება, სან ეს მიზანი არ იქნება მიღწეული” – განაცხადა ბეჟაშვილმა.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, რდენიმე დღეა მიმდინარეობს.
პირველი აქცია კახეთში, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით, სიღნაღში ჩატარდა.