საქართველოსიახლეები

მზად ვარ დავით გარეჯის საკითხზე ვიყო შუამავალი – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯთან დაკავშირებით, ქართულ და აზერბაიჯანულ მხარესთან შუამავლობის მზადყოფნას გამოთქვამს. ამის შესახებ, მან ,,ფეისბუქის” პირდაპირ ჩართვაში განაცხადა.

,,ამ მთავრობის პირობებშიც კი მზად ვარ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში ჩავერთო. რა თქმა უნდა, მაქვს ჩემი კავშირები აზერბაიჯანში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ჩვეულებრივი „შნირების“ მთავრობაა, მზად ვარ, დავით გარეჯის საკითხზე ვიყო ჩვეულებრივი შუამავალი, მონაწილე და გადავწყვიტო ეს საკითხი ჩემი თანამდებობის არქონის პირობებშიც კი. ესენი არაფრის გადამწყვეტნი არ არიან. აქ უნდა მოხდეს ფუნდამენტური მოლაპარაკეები, ორივე მხარემ უნდა გაითვალისწინოს ერთმანეთის ინტერესები, რადგან საბოლოო ჯამში, ეს არის ხალხებს შორის ურთიერთობა, რომელიც არ უნდა დაზარალდეს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button