მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ცდილობენ ბინძური კამპანიის აგორებას ჩემს წინააღმდეგ”

“მთავარი არხის” ერთ-ერთი მფლობელი გიორგი რურუა ფეისბუქში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ბოლო პერიოდში სამთავრობო მედია საშუალებები ცდილობენ ბინძური კამპანიის აგორებას ჩემს წინააღმდეგ. მაშინ, როდესაც, ხელისუფლება ჩადის დანაშაულს და მიდებს იარაღს, შემდეგ ვერ ამტკიცებს ამას, მიდის აბსურდული პროცესები, ერთადერთი, რაც რჩებათ, არის ტყუილით, ცილისწამებით და ტრაგედიებით მანიპულირება. იმდენად დაინტერესებულები არიან, განსხვავებული აზრის მქონე პირის ციხეში გამოკეტვით, რომ გონიათ, საკუთარ დანაშაულს ბინძური ტყუილებით, და აბსურდით გადაფარავენ.
“ქართული ოცნების” მიერ აგორებული და სამთავრობო მედიის მიერ მხარდაჭერილი ეს ცილისმწამებლური კამპანია კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ჩემს წინააღმდეგ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, ეს საბჭოთა რუსული მეთოდია და გამოიყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, მაგრამ სიმართლის დადგენას ხელს ვერ შეუშლის.”

შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა ერთ-ერთია იმ პატიმართა შორის, რომელთა გათავისუფლებისკენაც, “ქართულ ოცნებას” ოპოზიცია და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები აქტიურად მოუწოდებენ. ოპოზიციის განმარტებით, გიორგი რურუას, გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის საპატიმროდან გათავისუფლება იგულისხმება 8 მარტის ცნობილ შეთანხმებაში, სადაც სასამართლო სისტემის პოლიტიზებაზეა საუბარი.

მსგავსი პოსტები

Back to top button