მსოფლიოსიახლეები

კარანტინის საწინააღმდეგო აქცია ბერლინში

მასობრივი ღონისძიებების ჩატარების აკრძალვის მიუხედავად, ბერლინში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle ავრცელებს.

ბერლინის ცენტრში საპროტესტო აქციაზე 1000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. მათ ეკავათ ტრანსპარანტები, წარწერით „დაგვიბრუნეთ ჩვენი ცხოვრება“ და „დაიცავით კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები“.

მომიტინგეთა განცხადებით, კარანტინის რეჟიმის გამოცხადებით, ხელისუფლება ძალაუფლების შიშის დათესვით გზით გაზრდას ცდილობს. პოლიცია შეკრებილებს დაშლისკენ მოუწოდებდა და საერთო ჯამში, საპროტესტო აქციაზე 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button