“ინციდენტი იყო წამიერი” – ოთარ ფარცხალაძე

ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე კატეგორიულად უარყოფს აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე თავდასხმას.

მან ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ აუდიტის სამსახურის უფროსისთვის, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ოთარ ფარცხალაძემ, ასევე აღნიშნა, რომ ის ჩვენებას მისცემს და სამართალდამცველებთან სიმართლეს იტყვის მომხდართან დაკავშირებით.

“ადვოკატმა როგორც განაცხადა, ინციდენტი იყო წამიერი,” – აცხადებს ოთარ ფარცხალაძე.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია მასზე განხორციელებულ თავდასხმაში ოთარ ფარცხალაძეს და მის თანმხლებ პირებს ადანაშაულებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button