საქალაქო სასამართლოში სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული – მიხეილ სააკაშვილიც და თეიმურაზ ჯანაშიაც.
სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.
სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.
ცნობისთვის, აღნიშნულ საქმეზე, რომელსაც საზოგადოება ე.წ. პიჯაკების საქმედ იცნობს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად
ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშიაც. პროკურატურა ბრალდებულებს საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით – 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავება.
ხმა სასამართლო დარბაზიდან