მნიშვნელოვანიმსოფლიო

ჩინეთში კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა

ჩინეთში 170-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, მას შემდეგ, რაც გასული დღე-ღამის განმავლობაში დადასტურდა კიდევ 38 ლეტალური შედეგი.

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისიის მიერ დღეს, 30 იანვარს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გამოვლენილია ინფიცირების კიდევ 1700-ზე მეტი ახალი შემთხვევა. საერთო ჯამში, დაავადდა 7711 ადამიანი. ეჭვი აქვთ კიდევ 12167 პაციენტის მიმართ. კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევაა ტიბეტშიც.

ჩინეთის საზღვრებს გარეთ, ახალი კორონავირუსით დაავადების საერთო ჯამში 50-ზე შემთხვევაა გამოვლენილი ავსტრალიაში, ვიეტნამში, კანადაში, მალაიზიაში, სინგაპურში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროში, აშშ-ში, ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, იაპონიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში.

ახალი სახეობის კორონავირუსი(2019-nCoV) დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდათ ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

მსგავსი პოსტები

Back to top button