მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

NATO-ს გენერალური მდივნის, თქმით, დედამიწის ჩრდილოეთ ნაწილში NATO-სთვის სტრატეგიული გამოწვევაა

ნატო-ს გენერალური მდივნი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოეთში, არქტიკაში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სტრატეგიული გამოწვევაა. აღნიშნული განცხადება სტოლტენბერგმა კანადაში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოსთან შეხვედრის დროს გააკეთა.
სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა გახსნა საბჭოთა ეპოქის ასობით სამხედრო ობიექტი არქტიკაში და იყენებს ამ რეგიონს იარაღის ახალი სისტემების გამოსაცდელად. სტოლტენბერგმა ასევე თქვა, რომ რუსეთი და ჩინეთი აყალიბებენ ახალ სტრატეგიულ არქტიკულ პარტნიორობას, რომელიც საფრთხეს უქმნის NATO-ს ღირებულებებს და ინტერესებს.

კანადას იმის გამო აკრიტიკებენ, რომ როგორც NATO-ს წევრი ქვეყანა, თავის სამხედრო შესაძლებლობებზე ცოტას ხარჯავს.

თუმცა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, ივნისში კანადამ განაცხადა, რომ მომდევნო 6 წლის განმავლობაში 4.9 მილიარდი კანადური დოლარის (3.8 მილიარდი დოლარი) ინვესტიციას განახორციელებს NORAD-ის – საერთო აშშ-კანადის თავდაცვის ორგანიზაციის გაძლიერებისთვის.

“ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გეოპოლიტიკური ვითარება შეიცვალა, რის გამოც იმის დროულად გაგება, რომ რუსეთი თითოეული ჩვენგანისთვის მზარდი საზრუნავია, გვეუბნება, რომ დროა, გენერალურ მდივანთან და NATO-სთან ვისაუბროთ იმაზე, რასაც კანადა აკეთებს NORAD-ის კუთხით”. – თქვა კანადის პრემიერმინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ.

იენს სტოლტენბერგი და ჯასტინ ტრუდო კანადაში კემბრიჯის ყურეში, ნუნავუტში იმყოფებოდნენ, რომელიც არქტიკური წრის ზემოთ მდებარეობს და სადაც საჰაერო თავდაცვის რადარია განთავსებული. ის NORAD-ის ჩრდილოეთის გაფრთხილების სისტემის ნაწილია, რომლიც, ექსპერტების თქმით, “უკიდურესად საჭიროებს განახლებას”.

სტოლტენბერგის თქმით, საჭიროა ამავე რეგიონში ნატო-ს ძალების პროპორციულად გაძლიერება.

„სულ უფრო მნიშვნელოვან რეგიონად ხდება კანადისა და მთლიანად ნატო-სთვის უკიდურესი ჩრდილოეთი, რამდენადაც იქ ჩვენ ვხედავთ რუსული სამხედრო ძალის არსებით ზრდას, ახალი ბაზებითა და ახალი სისტემური შეიარაღებით“, – აღნიშნავს სტოლტენბერგი.

თავის მხრივ, ჯასტინ ტრუდომ აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, გეოპოლიტიკურმა ვითარებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა.

„კარგად გვესმის, რომ რუსეთი ყველა ჩვენგანში მზარდ შეშფოთებას იწვევს, ჩვენ დროულად მიგვაჩნია ამ საკითხზე ჩვენი მოსაზრებების გაზიარება ნატო-სთან, NORAD-ის (ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო კოსმოსური თავდაცვის სარდლობა) არსებული მექანიზმების გამოყენებით“, – განაცხადა ტრუდომ.

შეხვედრისას კანადის პრემიერმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან რეგიონის გეოპოლიტიკური ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვალა და ალიანსის წევრებს შორის მჭიდრო ურთიერთობა კიდევ უფრო მეტად საჭირო გახდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button