დიდ ბრიტანეთში დღეს არჩევნები ჩატარდება

დიდ ბრიტანეთში დღეს საყოველთაო არჩევნები გაიმართება. “ბიბისის” ცნობით, წინასწარი გამოკითხვების მიხედვით, ვერც ერთი პარტია ვერ მოიპოვებს პარლამენტში ადგილების უმრავლესობას.

მიუხედავად ხუთკვირიანი აქტიური კამპანიისა, ვერც პრემიერ-მინისტრ დევიდ ქემერონის კონსერვატიულმა პარტიამ და ვერც ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, ედ მილიბენდმა ვერ შეძლო წინასაარჩევნო გამოკითხებში წამყვანი პოზიციის დაკავება.

ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს პროგნოზების გაკეთება უჭირთ. პრემიერი ქემერონი მოსახლეობას ნათელი მომავლის შექმნას და ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმის გამართვას ჰპირდება.
ლეიბორისტი მილიბენდი კი პირობას დებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში მთავრობა მხოლოდ ხალხისთვის იმუშავებს.

ბრიტანეტში ხმის მიცემის უფლება 45 მილიონზე მეტ მოქალაქეს აქვს.

მსგავსი პოსტები

Back to top button