მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელი ბავშვების გატაცების ერთ-ერთი თანამონაწილე რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის ცოლია გარეული

რუსული ოპოზიციური მედიის ინფორმაციით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების გატაცების ერთ-ერთი თანამონაწილე, რამდენიმე რუსული საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ალექსანდრე კურენკოვის მეუღლე, ელენა მილსკაია შეიძლება იყოს.

„კურენკოვი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადიუტანტი იყო, მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის მაისში დაინიშნა. ორი თვის შემდეგ მინისტრმა მეუღლის კუთვნილ „დაკარგული და დაზარებული ბავშვებისთვის დახმარების ეროვნულ სამონიტორინგო ცენტრთან“ შეთანხმება გააფორმა, რომლის შედეგად აღნიშნულმა ორგანიზაციამ პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო 600 მლნ. რუბლის ოდენობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ელენა მილსკაია და მისი ცენტრის „მოხალისეები“ ხერსონის ოლქიდან ოკუპირებულ ყირიმში და კრასნოდარის მხარეში უკრაინელი ბავშვების გაყვანაში იღებდნენ მონაწილეობას.

„არსებობს მტკიცებულებები, რომ ეს გაყვანა იძულებით ხდებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.
მარტში გაეროს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) გასცა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის და რუსეთში ბავშვთა უფლებების დამცველის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები და მათ ბრალად დასდო უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაცია რუსეთის ფედერაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button