მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

აშშ უკრაინისთვის შორ მანძილზე, მოქმედების რაკეტების გადაცემაზე მუშაობს

შორი რადიუსის რაკეტების სავარაუდო გადაცემა უკრაინისთვის შეცვლის სპეციალური საბრძოლო ოპერაციის მსვლელობას, ის გაგრძელდება-პესკოვი

აშშ უკრაინისთვის ამზადებს ახალ, ორ მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარების პაკეტს, რომელშიც, როგორც მოსალოდნელია, პირველად იქნება შორ მანძილზე, 150 კილომეტრზე მოქმედების რაკეტებიც(GLSDB). ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს შეერთებული შტატების ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

ინფორმირებული წყაროების თანახმად, გადაწყვეტილება ამ კვირაში გამოცხადდება. ახალი პაკეტი მოიცავს დამხმარე დანადგარებსაც საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის Patriot-ი, დამატებით ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin-ი და მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალებს.

შეერთებული შტატებისა და სხვა მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის დღემდე გაგზავნილი რაკეტების მოქმედების რადიუსი 80 კილომეტრზე ოდნავ მეტია. კიევი დიდი ხანია უშედეგოდ ითხოვს დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედების რაკეტებს, ATACMS-ს. არაოფიციალური ცნობებით, დასავლეთი უკრაინისთვის ამ რაკეტების მიწოდებაზე უარს ამბობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების და ომის უკონტროლო ესკალაციის საფრთხის გამო.

ამერიკის შეერთებული შტატები, საუბრობს რა უკრაინისთვის შორი რადიუსის რაკეტების სავარაუდო გადაცემაზე, ზრდის დაძაბულობასა და ესკალაციას, მაგრამ ყველაფერი ეს ვერ შეცვლის სპეციალური საბრძოლო ოპერაციის მსვლელობას, ის გაგრძელდება, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისივე განმარტებით, ეს ვითარება უბრალოდ მოითხოვს რუსეთისგან დამატებით ძალისხმევას, თუმცა ვერ შეცვლის მოვლენათა მიმდინარეობას.

„რუსეთის საკვანძო მიზანია სპეციალური საბრძოლო ოპერაციის გაგრძელება. მთავარია იმ ამოცანების შესრულება, რომლებიც სახელმწიფოს პირველი პირის მიერ დაისახა“, – განაცხადა პესკოვმა.

კითხვაზე: განიხილავს თუ არა ოფიციალური მოსკოვი არა კიევთან, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გამართვის შესაძლებლობას, პესკოვმა აღნიშნა, რომ ჯერ მსგავსი გეგმა არ არსებობს.

„ჯერ არ არსებობს გეგმა პუტინისა და ბაიდენის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით“,- განაცხადა პესკოვმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი დასავლეთს უკრაინისთვის საჭირო იარაღის გადაცემისკენ მოუწოდებს.

“დაზოგეთ დრო, ფული და გადაარჩინეთ სიცოცხლე, მიეცით უკრაინელებს, რაც მათ სჭირდებათ, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა.

ჯონსონი უარყოფს მოსაზრებას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ომი, შესაძლოა, ბირთვულ კონფლიქტად გადააქციოს.

უკრაინული მედიის ცნობით, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ერთ კვირაში შეხვდება აშშ-ს რესპუბლიკური პარტიის დეპუტატებს, რათა მათ მოუწოდოს, გააგრძელონ უკრაინის დახმარება.

BBC-ის დოკუმენტურ ფილმში, “პუტინი დასავლეთის წინააღმდეგ”, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის უკრაინაში შეჭრის წინ, სატელეფონო საუბრისას, მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა.

///////////

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის თებერვლიდან, შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარება 27 მილიარდ დოლარს აჭარბებს. 2023 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ უკრაინა მიიღებს ამერიკულ ტანკებსაც Abrams.

მსგავსი პოსტები

Back to top button